გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები პენსიონერებისთვის ე.წ. გამშვები პინქტი გაიხსნა

24-01-2020

დე ფაქტო რეჟიმმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ პენსიონერებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადასვლის უფლება მისცა.

ადგილობრივების თქმით, უკან დასაბრუნებლად ათდღიანი ვადა მისცეს.

მიკროავტობუსი, რომელსაც პირველ ეტაპზე 10 პენსიონერი გადაჰყავს, სოფელი ოძისი უკვე დატოვა და წეროვანისკენ გაემგზავრა.

პენსიოენერებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ სპეციალური საშვები აქვთ. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებულია 150 პენსიონერია, მათგან მხოლოდ ახალგორში 72 პენსიონერი ცხოვრობს.

სპეციალური საშვი გუშინ საღამოს მონაცემებით 30-მ დეპენსიონერს ჰქონდა აღებული, დანარჩენ პენსიოერებზე კი არსებული ინფორმაციით საშვები დღეს დაჩქარებული წესით გაიცემა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება ე.წ. გამშვები პუნქტი.

სამშაბათიდან კი ე.წ. გამშვები პუნქტი ისევ ჩაიკეტება და იმ პენსიოერებს ვინც ახლა ვერ შეძლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, ამის შესაძლებლობა მხოლოდ ორი თვის შემდეგ ექნება.

ახალგორის გამშვები პუნქტი 4 სექტემბრის შემდეგ არის ჩაკეტილი. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის თქმით, ის ჩაკეტილი იქნება, ვიდრე ქართული მხარე სოფელ ჩორჩანადან საპოლიციო საგუშაგოს არ აიღებს. ამ პერიოდის განმავლობაში გამშვები პუნქტი მხოლოდ მძიმე ავადმყოფებისთვის რამდენჯერმე გაიხსნა.