გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მერაბ ქვარაია: ე.წ. „ახალგაზრდულ ორგანიზაციებს" არაფერი აქვს საერთო ახალგაზრდულ გამოწვევებთან - ისინი ნაცმოძრაობის პარტიული დანამატები არიან

29-01-2020

"ნაციონალური მოძრაობის" ახალ სატელიტებს, ე.წ. „ახალგაზრდულ ორგანიზაციებს" არაფერი აქვს საერთო ახალგაზრდულ გამოწვევებთან. სინამდვილეში, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ან მასთან დაკავშირებული დანამატები არიან,- ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში წერს.

,,ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გარდა არაფერს აკეთებს. ყოველდღიურად გეგმავენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებს და თუ რამე რესურსი შერჩათ, ძალადობის, სიძულვილისა და აგრესიის დასანერგად იყენებენ. ბოლო დროს, "პერფორმანსების" შესასრულებლად ახალ სატელიტებს, ე.წ. „ახალგაზრდულ ორგანიზაციებს" არაფერი აქვს საერთო ახალგაზრდულ გამოწვევებთან. სინამდვილეში, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ან მასთან დაკავშირებული დანამატები არიან. რეალობაა ის , რომ ეს პოლიტიკურად წარუმატებელი ადამიანები საკუთარ შვილებსაც კი სიცრუეს და ძალადობას აჩვევენ“,- წერს მერაბ ქვარაია.