გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რუსთავი შესაძლოა ეპიდემიის წინაშე დადგეს

31-01-2018

10 დღის წინ რუსთავში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარწყავ არხში"ინფო რუსთავმა" ერთ-ერთი მოქალაქის დახმარებით ათეულობით მკვდარი ცხვარი აღმოაჩინა. ჩვენ მივმართეთ გარემოს დაცვის სამსახურს, ადგილზე გამოცხადდა სურსათის უვნებლობის სამსახური და ქალაქის ზედამხედველობის სამსახური. მათ ფერმერს გარკვეული დირექტივები მისცეს და არსებული ინფორმაციით, სანქციებიც დააკისრეს. დღეს "ინფო რუსთავი" კიდევ ერთხელ დაინტერესდა, გაიტანეს თუ არა მკვდარი ცხოველი აღნიშნული ტერიტორიიდან. აღმოჩნდა, რომ ცხოველის ლეში ტომრებში ჩადეს, თუმცა ადგილიდან ჯერ კიდევ არ გაუტანიათ. მიმდებარე ტერიტორიაზე არის გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია. საკითხთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე უწყებას თავიდან დავუკავშირდით, თუმცა კონკრეტული პასუხი, თუ ვის ევალება აღნიშნულის კონტროლი, ვერ მივიღეთ.

"ინფორუსთავი"