გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გურჯაანის სოფელ ახაშენში ნატურალური წვენების საწარმო გაიხსნება

31-01-2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობაში, ნატურალური წვენების საწარმოს გახსნა იგეგმება.

კომპანია "როშემ" ახაშენში მდებარე ძველი შენობისა და მიწის შესყიდვის თხოვნით გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა. წარმომადგენლობითი ორგანო ქონების პრივატიზაციას ელექტრონული აუქციონის გზით აპირებს. 

საწარმო თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება, შეიქმნება 15 სამუშაო ადგილი და წვენები ადგილობრივი ფერმერებისგან შესყიდული ხილით დამზადდება. 

საწარმოს მშენებლობაზე 20-30 ადამიანის დასაქმბა იგეგმება. კომპანიის წარმომადგენლის, ქეთევან ადეიშვილის თქმით, საწარმოს ასაშენებლად და ინვესტიციის განსახორციელებლად ორი წელია განსაზღვრული.

პროექტი ორი მილიონი ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. 

imedinews.ge