გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მოძრაობა „შეცვალეს” წევრები ქუთაისის მერიაში შესვლას ცდილობენ

3-02-2020

მოძრაობა „შეცვალეს” წევრები ქუთაისის მერიაში შესვლას ცდილობენ. ისინი ქუთაისის მერთან და იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას ცდილობენ.

აქციის მონაწილეებმა შენობის პიკეტირებაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ დაცვამ არ მისცა. მოძრაობის წევრები აცხადენენ, რომ ისინი არსებულ შერჩევით სამართალს გმობენ და მოითხოვენ კითხვაზე პასუხს, „თუ რატომ ანადგურებენ ქალაქს“.

აქტივისტებმა შენობის წინ წარწერის განთავსება სცადეს, რის გამოც მათსა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაცვის თანამშრომლები აქტივისტებს მოუწოდებენ, პროტესტი წარწერის გარეშე გამოხატონ, რადგან ეს კანონდარღვევაა.

მერიის წინ დაცვასთან ერთად პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"