გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

რუსლან აბაშიძე საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პაველ ვიზდალს შეხვდა

3-02-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პაველ ვიზდალს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.


რუსლან აბაშიძემ სლოვაკ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

სლოვაკეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.