გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

4-02-2020

ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები გაირკვა. გამოძიების დასრულებამდე ცნობილი გახდა, რომ ორსართულიან შენობას, რომელიც თითქმის მთლიანად დაიწვა, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს, თუმცა რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგეს. ადგილობრივები ელექტროსადენებით ცეცხლის გაჩენას გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა შეშის ღუმელი გამხდარიყო. წერეთლის ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში ხანძარს ღამით ექვსი ადამიანი ემსხვერპლა: ოთხი ბავშვი, ერთი ორსული და მოხუცი ქალი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ისინი შენობაში თვითნებურად იყვნენ შესახლებულები.პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის თქმით კი, ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად 1330 ლარს ურიცხავდა.

imedinews.ge