გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მესტიაში ჭუბერის თემის ხაიშთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გაიხსნა

4-02-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემის ხაიშთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გახსნილია. ამის შესახებ imedi.ge-ს ჭუბერის თემის რწმუნებულმა გოგა ჩხეტიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ასევე გაწმენდილია, რშკურიშის, ლარილარისა და ლახამის შიდასასოფლო გზები.

რაც შეეხება, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზას, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 კაცზე მეტი ტევადობის ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მისივე თქმით, ამ დრომდე გრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაო.

imedinews.ge