გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბაღდათში ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის დაკრძალვის ხარჯებს თვითმართველობა დაფარავს

5-02-2020

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 4 მცირეწლოვანისა და დედის ცხედრებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან დღეს გადაასვენებენ.

დღესვე სოფელ ფერსათში საკუთარ სახლში დაასვენებენ ტრაგედიის შედეგად დაღუპულ კიდე ერთ ქალბატობს. როგორც ბაღდათის მერიაში “აიპრესს” განუცხადეს გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯებს თვითმმართველობა დაფარავს.

ტრაგედია ბაღდათში 3 თებერვალს მოხდა. საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ქალი და 4 არასრულწლოვანი დაიღუპა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ipress