გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სიღნაღში მუშა ხევში გადავარდა

6-02-2020

სოფელ ანაგაში, ხევში გაწმენდითი სამუშაოების დროს ერთი მუშა დაშავდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მერის წარმომადგენელმა სოფელ ანაგაში,ზაქარია ალხანაშვილმა განუცხადა,შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა , როცა სამუშაოები დასრულებული იყო და მამაკაცი ტექნიკის წაღებას ცდილობდა.
-“სამუშაოები 2 დღის მორჩენილი იყო,ტრაქტორის გაყვანას ცდილობდა,რა დროსაც ხევში გადავარდა.მუნიციპალიტეტის ბრალეულობა აქ არაფერ შუაშია”- განაცხადა ალხანაშვილმა.
სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის თქმით,მამაკაცს ფეხები ქონდა დამტვრეული და კონტაქტური იყო.

გავრცელებული ინფორმაციით,
დაშავებული თავდაპირველად წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი რეანომობილით თბილისში.

ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კვირა