გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფოთის მერიის შენობაში მოქალაქემ ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

6-02-2020

ფოთის მერიის შენობაში მოქალაქემ ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ორი ზედაპირული ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ წუთებში მერიის შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

ინტერპრესნიუსი