გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გორში ქალი სავარაუდოდ გაზის ნამწვით გაიგუდა

7-02-2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში შუა ხნის ქალი სავარაუდოდ გაზის ნამწვით გაიგუდა. როგორც ცნობილია, ის უგონო მდგომარეობაში საკუთარი სახლში, სააბაზანოში იპოვეს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო და თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაული შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, სამი წლის ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯება.

"პია"