გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურიის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია

10-02-2020

ინტენსიური თოვის შემდეგ დღეს დილიდან გურიაში გამოიდარა. მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგა, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში.


შეფერხება იყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა. უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, მძიმე ტექნიკა სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. გზების წმენდის პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან ერთად დაესწრო.


„დიდთოვლობას გურიაში პრობლემები არ შეუქმნია. მუნიციპალიტეტებში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა. გრძელდება საჯარო სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან მისასვლელი ტერიტორიების თოვლის საფარისგან გაწმენდა. რეგიონს ელექტროენეგია შეუფერხებლად მიეწოდება“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.