გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ახალციხის მერიაში, საკრებულოსა და აიპებში ხელფასი არ აუღიათ

1-02-2018

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, აიპებისა და შპს თანამშრომლებს, იანვრით თვის შრომის ანაზღაურება არ მიუღიათ.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა უწყებებმა იანვარში ვერც კომუნალური გადასახადები გადაიხადეს.

ამის გამო 31 იანვარს ახალციხის მერიაში ინტერნეტი გაითიშა. მუნიციპალიტეტის პირველი პირის თქმით, მიზეზი რეორგანიზაციაა.

ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა ყველა იმ თვითმმართველობაში შეიქმნა, სადაც ორი მუნიციპალიტეტი გაერთიანდა.

მისი თქმით, სამსახურები თავდაპირველად კომუნალურ გადასახადებს გადაიხდიან, შრომის ანაზღაურების გაცემას კი 10 თებერვლამდე ვარაუდობს.

"მე-9 არხი"