გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი კერები შიდა ქართლის რეგიონში

1-02-2018

შიდა ქართლის რეგიონში  ხუთი საჯარო სკოლის ქიმიის ლაბორატორიაში  ღია მდგომარეობაში ინახება ქიმიური ნივთიერებები, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისთვის. ამის შეხებ   არასამთავრობო ორგანიზაციის  (,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა") კვლევაშია საუბარი.
მაღალი რისკის შემცველი სკოლების ჩამონათვალში მოხვდა ქალაქ გორის #1 საჯარო სკოლა, გორის მუნიციპალიტეტის პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლა. 
დაბალი და საშუალოდ რისკის შემცველ  ზონაში მოექცა გორის მუნიციპალიტეტის,  უფლისციხისა და კარალეთის საჯარო სკოლა. 
გარდა საჯარო სკოლებისა,  კვლევაში საუბარია იმის შესახებ, რომ რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია კერები, სადაც ქიმიური ნარჩენებია განთავსებული.

"თრიალეთი"