გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

11-02-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის ვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ტემპერატურის ვარდნის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე შეინიშნება ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. მათზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, არ გადაადგილდეთ გაყინულ ტბებზე, რადგან ყინული შესაძლოა მარტივად ჩატყდეს, რაც სახიფათოა თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის"-ნათქვამია განცხადებაში.