გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მდინარე ქსანზე ახალი ხიდი შენდება

12-02-2020

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდ. ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.


არსებული ხიდი, რომელიც პატარა ხანდასა და მუხრანთან ახლოს მდინარე ქსანზე მდებარეობდა, ავარიული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა დემონტაჟს.
პროექტის შესაბამისად, ახალი რკინა-ბეტონის 6 მალიანი ხიდი შენდება. ხიდის მთლიანი სიგრძე 195 მ-მდე, ხოლო სიგანე 14 მეტრია. ამ ეტაპზე, სამუშაო ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტის ვადაზე ადრე, მიმდინარე წელსვე დასრულება იგეგმება.


მდ. ქსანზე აშენებული ახალი ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და ორივე მიმართულებით უსაფრთხო და კომფორტულ ცალმხრივ მოძრაობას უზრუნველყოფს.


სამუშაო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინასდება და მისი ღირებულება 4 145 905 ლარია.