გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ბიბლიოთეკებთან დაკავშირებულ პრობლემებს გაეცნენ

1-02-2018

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით ლაბაძე კომისიის წევრებთან ერთად ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. როგორც ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა მარინა გოგშელიძემ აღნიშნა, აუცილებელია, პირველ რიგში, ყურადღება  სოფლებში არსებულ ბიბლიოთეკებს მიექცეს.  ,,განსაკუთრებულ დახმარებასა და ყურადღებას სოფლებში არსებული ბიბლიოთეკები საჭიროებს, სადაც მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და გასაახლებელია წიგნთა ფონდი".


დავით ლაბაძის თქმით კი ბიბლიოთეკებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას საკრებულო მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად შეძლებს: ,, ერთობლივი ძალისხმევით შეასაძლებელია ყველა სიძნელის დაძლევა და მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად მსგავსი პრობლემების აღმოფხვრა"- განაცხადა ლაბაძემ.