| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
12-02-2020
EuCham-ის "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის" მორიგ კვლევას აქვეყნებს.
კვლევაში "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის" საქართველო, ევროპის საუკეთესო ოცეულში 70 ქულით მე-18 ადგილზე გავიდა და აღმოსავლეთ ევროპაში ზედიზედ მესამე წელია პირველ ადგილზეა. საქართველომ შეფასების შკალაში 70 ქულიანი ზღვარი გადალახა და ე.წ . „ყვითელი“ ზონიდან „მწვანე“ ზონაში გადაინაცვლა.
2020 წლის ანგარიშში ყურადღება საქართველოზე გამახვილდა და აღინიშნა რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო ეტონეთთან და ლიეტუვასთან ერთად პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის გამორჩეულად წარმატებულია.
EuCham-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო - 46-ე ადგილს უკრაინა იკავებს.ამასთან, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი - 33-ზე, რუსეთი - 43-ზე, აზერბაიჯანი კი - 41-ზე.
EuCham-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო - 46-ე ადგილს უკრაინა იკავებს. ამასთან, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი - 33-ზე, რუსეთი - 43-ზე, აზერბაიჯანი კი - 41-ზე.
რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: პორტუგალია, სლოვენია, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, იტალია, სლოვაკეთი, ხორვატია, მალტა, უნგრეთი , რუმინეთი, საბერნეთი, ბულგარეთი.
საინვესტიციო მიმზიდველობით საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად კვლევაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსებია გამოყენებული.
გასულ წელს საქართველო 71 ქულით 16-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.