გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბოლნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

12-02-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილეებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ამჯერად სოფელ სავანეთის, ტალავერისა და ჭაპალას  მოსახლეობას შეხვდა.

 

სოფელ სავანეთში მოსახლეობასთან  მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს, ,,სოფლის მხარდაჭრის პროგრამით“ გათვალისწინებული თანხით,   გარე  განათების ქსელი მოეწყობა.  სოფელ ტალავერში მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასმელი წყლის რეაბილიტაცია განხრციელდება, რომელიც ერთ უბანზე არსებულ პრობლემას მოაგვარებს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასევე ერთ-ერთი სასაფლაოს შემოღობვაც დაიგეგმა.


სოფელ ჭაპალაში კი მოსახლეობის თხოვნით გარე განათების ქსელი დამონტაჟდება.


წელსვე სოფელში ბეტონის გზა დაიგება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100 %-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.