გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტი ხორციელდება

12-02-2020

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე KfW-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს აჭარაში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის მიმდინარეობა და შეაფასეს განხორციელებული მოკვლევის შედეგები.

წყლის სისტემის პროექტის ფარგლებში აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ მოქალაქეს წყალმომარაგების და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება.

უკვე განხორციელდა მუნიციპალიტეტების დაბებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მოკვლევა.

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამას სს „აჭარის წყლის ალიანსი“ კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად ახორციელებს. პროგრამის ღირებულება 59,5 მილიონი ევროა.