გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

13-02-2020

ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მიზეზი ბუნებრივი აირის შეწყვეტაა.

განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქის მასშტაბით, 20 სკოლას ვერ მიეწოდა ბუნებრივი აირი და ბავშვების უსაფრთხოების გამო სწავლა ერთი დღით შეწყდა.

სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ ხვალ აღდგება.

"სოკარ გაზის" გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო ქალაქის თითქმის 60 %-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

რუსთავი2