გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ტვ "იბერიას" თანამშრომლებმა სასამართლო დავა მოიგეს

13-02-2020

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის სასარგებლოდ საქალაქო სასამართლოში საქმე მოიგო. ყოფილი თანამშრომლები ტელეკომპანიისგან კომპენსაციის გადახდა და ასევე ნამუშევარი 6 დღის ანაზღაურებას მოითხოვენ.

დავა ერთი წელია გრძელდება. ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურიდან გაუფრთხილებლად გაანთავისუფლეს 2018 წლის ოქტომბრის თვეში.

ტელეკომპანიისთვის დაკისრებულმა თანხამ 77 000,00 ლარი შეადგინა. იბერიას ყოფილი 33 თანამშრომლის ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს.