გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს რკინიგზა: სამგაზვრო მატარებელში ხანძრი მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია

14-02-2020

აბაშაში, მატარებელში ხანაძრის გაჩენასთან დაკავშირებით საქართველო რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძრი გაჩენა მოკლე ჩართვამ გამოიწვია

 

„სადგურ აბაშაში,  ზუგდიდი- თბილსის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა.

შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა.

 

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, “საქართველოს რკინიგზის” ნებისმერ სალაროში  მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.