გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარგველაშვილი: ჩემი რეიტინგი არ დაცემულა, როგორც პრეზიდენტი რა რეიტინგითაც შევედი, იგივეთი დავამთავრე

14-02-2020

“5 წელიწადი გავიარე პრეზიდენტობა, ისე რომ ოპოზიციაც ჩემს წინააღმდეგ იყო და ხელისუფლებაც”-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტობის 5 წელი ისე განვლო რომ ოპოზიციაც მის წინააღმდეგ იყო და ხელისუფლება:

“როგორც პოლიტიკოსმა, 5 წელიწადი გავიარე პრეზიდენტობა, ისე რომ ოპოზიციაც ჩემს წინააღმდეგ იყო და ხელისუფლებაც. როგორც პრეზიდენტმა, რა რეიტინგითაც შევედი, ჩემი რეიტინგი არ დაცემულა. იგივე რეიტინგით დავამთავრე და ალბათ, კიდევ მოვიმატე რეიტინგი პოლიტიკიდან წამოსვლის შემდეგ.

ჩემი გარანტია, ჩემი სტაბილურობის, არასდროს იყო პოლიტიკური ელიტა, ყოველთვის იყვნენ რიგითი მოქალაქეები. რატომ ვერ გაბედა, რატომ ვერ შემოვიდა ვერ გამომიყვანა იქიდან, სადაც მე, როგორც მინდოდა და სადაც მინდოდა ვიყავი?! რასაც მინდოდა ვაკეთებდი. იმიტომ არა რომ პოლიტიკური ელიტა მიჭერდა მხარს, იმიტომ რომ მიჭერდა მხარს ტაქსისტი, ბიბლიოთეკარი, მასწავლებელი, რას მოიფიქრებდნენ ყოველთვის ნაკლებად მადარდებდა”,-ამბობს მარგველაშვილი.

ipress