გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქუთაისში მესამე დღეა 11 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

14-02-2020

ქუთაისში მესამე დღეა 11 000-მდე აბონენტს  ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

მოსახლეობა პრობლემას საკუთარი ძალებით უმკლავდება, თუმცა პრობლემას ელექტროენერგიის შეწყვეტა ართულებდა. "სოკარ ჯორჯიაში" ამბობენ, რომ დაზიანებული გაზგამანაწილებელი, სადაც სამი დღის წინ ავარია მოხდა, მალევე აღდგა, თუმცა პრობლემა დაკეტილი საცხოვრებლებია, სადაც შემოწმება ვერ ხერხდება.

კომპანიის წარმომადგენლის გელა ლობჟანიძის თქმით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბუნებრივი აირს ვერ აწოდებენ იმ კორპუსებს, სადაც ბინები დაკეტილია, რადგან აუცილებელია გაზის გაშვების პროცესში ონკანები დაკეტილი იყოს.

ორი დღის წინ, ქსელში მომხდარი ავარიის გამო 44 000 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, რამაც ქალაქში პრობლემები შექმნა.

რუსთავი2