გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

14-02-2020

7-13 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა,  ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში და ოზურგეთში,  განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში, 3,030 კოლოფი  უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.