გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი შოთაძე: დიდი პატივია, რომ საპროკურორო საბჭომ ამარჩია და გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმადგინა

17-02-2020

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ საპროკურორო საბჭომ მე ამარჩია და გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმადგინა“-ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენა მისთვის დიდი პატივი და შესაძლებლობაა.

„გენერალური პროკურორობის კანდიდად საკუთარი თავის წარდგენაზე ბევრი ვიფიქრე, რადაგნ ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობაა გენერალური პროკურორობა ქვეყნის, კანონის უზენაესობის და პროკურატურის თანამშრომლების წინაშე. ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება იყო რთული, რადგან ეს თანამდებობა, როგორც იცით, რამოდენიმე წლის განმავლობაში მეკავა, თუმცა ვადაზე ადრე საკუთარი გადაწყვეტილებით დავტოვე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი გარემოების გამო. ჩემი თითოეული დღე თამდებობაზე ყოფნისა, მიმართული იყო პროკურატურის გაძლიერებისაკენ, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების მიმართულებით წარმატებების მიღწევისკენ. სწორედ ამ მიმართულებით მაქვს მიღწეული მთელი რიგი წარამტებებისთვის თანამდებობაზე ყოფნიასა“ - აცხადებს შოთაძე.