გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი შოთაძე: პროკურორის როლი უფრო ფართოა, ვიდრე ბრალის დადება

17-02-2020

„პროკურორის როლი სასამართლო პროცესში არ არის მხოლოდ ბრალი დადება, მისი როლი უფრო ფართოა, რადგან მან უნდა დაადგინოს ჭეშმარტი სიმართლე და იმუშაოს კონკრეტულ საქმეზე ფართოდ და ბოლომდე, რათ ჭეშმარიტება დადგინდეს“-ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ მიმართულებით არის სამუშაო.

„აღნიშნული როლის გაუმჯობესების მიზნით უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები პროკურატურაში და სწორედ სახელმწიფომ, რომლის უზენაესობასაც წარმოადგენს კანონი, უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები, რადგან მოხდეს პროკურატურის დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბება“- აცხადებს შოთაძე.