გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

“წლის საუკეთესო დირექტორების” სამეულში ქუთაისის 30-ე სკოლის დირექტორი დასახელდა

17-02-2020

საუკეთესო დირექტორის წოდების მიღება ქუთაისის 30-ე სკოლის დირექტორს მიხეილ გიორგაძეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მიულოცა.

“წლის საუკეთესო დირექტორები“ პირველად საქართველოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოავლინეს. გამარჯვებულები სკოლის განვითარებასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვის, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის, ინოვაციურობის და რესურსების ეფექტიანი მართვის კრიტერიუმით შეირჩნენ და ძალიან საამაყო და სასიხარულოა, რომ ამ სამეულში შორის სწორედ ჩვენი რეგიონის წარმომადგენელია, რადგან იმერეთი და განსაკუთრებით ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების კერა და ამ რეგიონს კიდევ მეტი პოტენციალი აქვს.
მადლობას ვუხდი მიხეილ გიორგაძეს ქალაქის ღირსეულად წარმოჩენისთვის და ვუსურვებ წარმატებებს ჯანსაღად მოაზროვნე თაობების აღზრდის საქმეში”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინციატივითა და ორგანიზებით, პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი წელს პირველად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა.

კვირა