გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

განათლების სამინისტრო: ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა უმოკლეს დროში განახლდება

17-02-2020


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა სწავლა უმოკლეს დროში აღდგება.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართოს.

 

საჯარო სკოლაში, სადაც 36 ბავშვი სწავლობდა, ამ მომენტისთვის ზარალის დაზუსტება მიმდინარეობს, თუ რა საგანმანათლებლო რესურსებია საჭირო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მთლიანად სკოლის სრული ფუნქციონირებისთვის.

 

სასწავლო რესურსებით სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.