გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ პატარაძემ ქედაში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა

2-02-2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ  საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად ქედაში, ცხმორისის ტერიტორიაზე მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა.

"ბათუმი-ხიჭაურის მონაკვეთზე გაზიფიკაციის სამუშაოები ზაფხულისთვის დასრულდება. მთის გაზიფიცირება ისტორიული პროექტია. მილსადენი შუახევამდე უკვე ფაქტობრივად მოსულია. უახლოეს პერიოდში ამოვა გაზი "გოდერძამდე" და ამავდროულად მოხდება სოფლების დაქსელვა“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

სამუშაოებს კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ ასრულებს. ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი ცხმორისის პარალელურად ახალშენის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. გაზის მილები დაახლოებით 22 კილომეტრზე უკვე ჩადებულია. სამუშაოებში, ჯამში, 80 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. 65 კმ. სიგრძის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.