გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დედოფლისწყაროში კომპანია "ფრონტერასთან" დილიდან ხმაურია

18-02-2020

ე.წ. ნავთობშემკრების ტერიტორიაზე "ფრონტერას" უკვე ყოფილი თანამშრომლები იმყოფებიან და საგანგებოდ ტერიტორიიდან გასატანად გამზადებული ცისტერნების ნავთობით დატუმბვას ეწინააღმდეგებიან.

ადგილზე თბილისიდან დღეს დილიდან სამი ტრაილერი ჩაიყვანეს, თანამშრომლები ამბობენ, რომ მოპოვებული ნავთობის ნაშთის გატანის საშუალებას კომპანიას მანამდე არ მისცემენ, სანამ 11 თვის სახელფასო დავალიანებას არ გაისტუმრებს. კიდევ ერთი მოთხოვნა სამსახურიდან ხელფასის მოთხოვნის გამო გათავისუფლებული 84 თანამშრომლის აღდგენაა.

ადგილზე იმყოფებიან და პროტესტს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ აქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.