გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

აფხაზეთიდან დევნილი მანანა ფალკანაძე ბინის თაღლითურად წართმევას აპროტესტებს

2-02-2018

ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილი მანანა ფალკანაძე ბინის თაღლითურად წართმევას  აპროტესტებს. დაზარალებულის თქმით, შპს სუპერმარკეტის დირექტორის მოადგილემ მანანა ბარძენიშვილმა მისი კუთვნილი ბინა თაღლითური გზით  მიისაკუთრა.   2017 წლის 7 ივნისს,  ფალკანაძეს ბინების გაცვლის ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი.

ფალკანაძე ახლობლებთან ერთად ზუგდიდის რაიონული პროკურატურის შენობის წინ იმყოფება.  დაზარალებულს პროკურატურაში განცხადება შეტანილი აქვს და საქმის მასალებით დროულ დაინტერესებასა და  ზუგდიდის პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.