გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვანო მერაბიშვილი: გარანტიას გაძლევთ, ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება

20-02-2020

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა, აცხადებს, რომ 1 წელიწადში მოქმედი ხელისუფლება შეიცვლება.

"მე გაძლევთ გარანტიას, რომ 1 წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ამის გაკეთება აუცილებელია და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახაგაზრდობას პერსპექტივა მიეცეს, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს ღირსეული პენსია", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პოლიტპატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

"ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, რომ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ციხის კარები ფართოდ გაიღება. ვინც ამ ციხეში ზის, ყველა პოლიტპატიმარია", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა "მატროსოვის ციხესთან".

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

pia