გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურად და პიარულად ცხელ კარტოფილადაა ქცეული

20-02-2020

"მოუწევს გაიზაროს, რომ ის რეალურად ქცეულია მისი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურად და პიარულ ცხელ კარტოფილად", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ვანო მერაბიშვილს მოუწევს იმის შეფასება თუ რა დატოვა და რა დახვდა.

"როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, რა თქმა უნდა, დეფორმირებული განცდა აქვს რეალობის. ამიტომ არ მგონია, რომ მის განცხადებაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება საჭიროა, თუმცა ვიტყვი ერთს, რომ ბატონ ვანო მერაბიშვილს მოუწევს იმის შეფასება თუ რა დატოვა და რა დახვდა. მაგალითად, ნახავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სულაც აღარ არის ერთიანი, დაქსაქსული ძალაა და შემდეგ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების ხარისხის შეფასება მოუწევს. მოუწევს გაიზაროს, რომ ის რეალურად ქცეულია მისი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარულ ცხელ კარტოფილად, რომელიც ალბათ, არავის უნდა იმიტომ, რომ ის რეალურად პრობლემაა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პია