გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაზა კევლიშვილი: გონორი, რომელიც გვამების მოყვარულ მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააჩნია, სიბრიყვეზე და საკუთარი დანაშაულის სრულ გაუცნობიერებლობაზეა დამყარებული

20-02-2020

მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი ვანო მერაბიშვილი გათავისუფლებას ეხმაურება. მისი თქმით, სახეზეა ნაცმოძრაობის  ძალმომრეობითი ფსიქიკის პერსონალური განსახიერების  ტოტალური   დეგრადაცია.


,,გონორი, რომელიც გვამების მოყვარულ მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააჩნია, სიბრიყვეზე და საკუთარი დანაშაულის სრულ გაუცნობიერებლობაზეა დამყარებული. 5 წუთის წინ გამოსული, მრავალი ადამიანის მკვლელობის და გაუბედურების მთავარი არქიტექტორი და შემსრულებელი, უკვე ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს. ეს ზოგადად ნაცმოძრაობის საბედისწერო შეცდომაა. ეს არის გუშინდელი კვესიტაძის რიტორიკის გაგრძელება, შემთხვევითი არაა რომ ყოფილი ძალოვანები და მათი ცოლები იმუქრებიან, რადგან ხელისუფლებაში ყოფნის და ძალაუფლების ილუზია ჯერ კიდევ ღრმად აქვთ გამჯდარი ტვინში. მოკლედ სახეზეა ნაცმოძრაობის ძალმომრეობითი ფსიქიკის პერსონალური განსახიერების ტოტალური დეგრადაცია. ამდენი ადამიანი გააუბედურო, ამხელა დანაშაულები ჩაიდინო და შენი სტრატეგია კვლავ მუქარა და შურისძიება იყოს, არ გამოხატო თუნდაც ფარისევლურად 2 გრამი სინანულის გრძნობა-ამას ბრიყვის გარდა არავინ გააკეთებდა, მაგრამ ხალმა ამ წლების განმავლობაში ბევრი ისწავლა, არავინ დაუშვებს გაავებული ბრიყვების და მკვლელების კვლავ ხელისუფლებაში მობრუნებას“,- წერს ზაზა კევლიშვილი. 


ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.