გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეს სტიპენდია დაუნიშნა - "გურული დღიურების ფონდის" აქცია აძვში

20-02-2020

ეროვნული ბიბლიოთეკის და ფონდის "გურული დღიურები" წარმომადგენლები ირინა გაფრინდაშვილთან ერთად დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვში ჩავიდნენ. მათ აძვის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეს ლია ვარდანაშვილს, რომელიც ბიბლიოთეკის ყველაზე აქტიური მკითხველია, პირადი ბიბლიოთეკა გადასცეს. მოსწავლეს ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნა.

"ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, რომ შესაძლებლობა მოგვეცა და გურული დღიურების ფონდში ჩავერთეთ და შევძელით ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის გახარება. ჩვენი მოლოდინია, რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ბავშვს ჰქონდეს საშუალება და შესაძლებლობა, რომ ხარისხიან და სრულფასოვან განათლებაზე წვდომა ჰქონდეს," - განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა.

rustavi2