გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსთავში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

2-02-2018

რუსთავში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა.
ობიექტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორ გრიგოლ ნემსაძესა და რუსთავის მერთან ირაკლი ტაბაღუასთან ერთად გახსნა.

შენობა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ახალი ინვენტარითაა აღჭურვილი.
"დღეს გავხსენით აბსოლუტურად ახალი სტანდარტების თანამედროვე ევროპული ტიპის შენობა, რომელშიც ჩვენს მეხანძრე-მაშველებს ყველა პირობა ექნებათ იმისთვის, რომ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი, უფრო კომფორტული სერვისი შესთავაზონ ჩვენს მოქალაქეებს"- აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახურებისთვის ახალი შენობები საქართველოს სხვა რეგიონებში, კერძოდ, აჭარასა და გურიაშიც გაიხსნება.

"ინფორუსთავი"