გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გახარიამ დაადასტურა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება

21-02-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება და აღნიშნა, რომ ქალაქს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია.


ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, პარლამენტის შენობასაც ექნება თავისი დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს - განათლება, მედიცინა ლოჯისტიკა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამ, არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, - ამის შესახებ პრემიერმა ბათუმთან ახლოს “ოცნების ქალაქის” მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.