გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის განმარტება ყარაჯალარში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით

21-02-2020

18 თებერვალს, 12 საათიან "კურიერში" სოფელ ყარაჯალარში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტმა საქმის მოწმეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჰყავდათ მიყვანილი, ბრალდებული უწოდა. 

"რუსთავი 2" პატივს სცემს საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ჩვენ არ ვამახინჯებთ ფაქტებს მიზანმიმართულად.

შეცდომის გაცნობიერების შემდეგ, "რუსთავი 2"-მა მაყურებელს დაზუსტებული ინფორმაცია 3,6 და 9 საათიანი "კურიერის" გამოშვებებში, უშეცდომოდ მიაწოდა. 

ჩვენ, ვწუხვართ მომხდარის გამო. "რუსთავი 2" აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია თქვენი ნდობის შენარჩუნებისთვის.

rustavi2