გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჩოხატაურში, სოფელ ზედა ონჭიქედში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

22-02-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ონჭიქედში  მარგალიტაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა, მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულებს სამშენებლო მასალით დაეხმარება.

მარგალიტაძეების სახლი დაიწვა, ერთი ადამიანი ცხოვრობდა, შვილები ქუთაისში ჰყავს და მათთან ხშირად იყო. მუნიციპალიტეტი ოჯახს ყველანაირად დაეხმარება. ამჟამად მოვამარაგეთ პირველადი მოხმარების ნივთებით, თუ საჭირო გახდება ქირითაც გავიყვანთ”,- განაცხადა ირაკლი კუჭავამ.

ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება.

კვირა