გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსული ინფექცია სულ 29 ქვეყანაშია დაფიქსირებული, საქართველო ე.წ. მწვანე ზონაში რჩება

24-02-2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერების შესახებ განაცხადეს.


გამყრელიძის თქმით, აქვს ასევე ინფორმაცია, რომ მიმდინარე კვირაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.


„ბოლო ორი კვირის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების კლება. დინამიკა ქვევით მოდის, თუმცა ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად რამდენიმე ასეულს შეადგენს. დღევანდელი დილის მონაცემებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 409-ს სრულად ჩინეთში და საერთო დადასტურებული რაოდენობათა რიცხვი ჩინეთში არის 72 150. ამავე დროს სამწუხაროდ, ჩინეთში 2443 გარდაცვალების შემთხვევაა. მეორეს მხრივ დამაიმედებელია ის, რომ 24 700-მდე ადამიანი ამ ვირუსით გამოჯანმრთელდა. მოგეხსენებათ, ვირუსი გასცდა ჩინეთის საზღვრებს და მსოფლიოში, გუშინდელი მონაცემებით, 1800-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის, ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია. შემდეგ მოდის იაპონია, სინგაპური, იტალია, ირანი და ასე შემდეგ. კორონავირუსული ინფექცია სულ 29 ქვეყანაშია დაფიქსირებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.