გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკური აქტივობა გაერთიანებული ოპოზიციის გარეშე ვერ წარმოუდგენია

25-02-2020

გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს მართავს. ექს-პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკური აქტივობა ამ ეტაპზე გაერთიანებული ოპოზიციის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

"ვიმყოფები ინტენსიურ კომუნიკაციაში, როგორც ინტერეს-ჯგუფებთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან. ვიღებ ინფორმაციას მათი ხედვების შესახებ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის პოლიტიკური მრგვალი მაგიდა, რომელიც უკეთესი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გამოშვების ირგვლივ არის, უნდა იყოს შენარჩუნებული მანამ, სანამ ეს მიზნები არ იქნება მიღწეული," - აღნიშნა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 

ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადებები ცოტა ხნის წინ გააკეთა. 

rustavi2