გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო

25-02-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობის პროცესი ადგილზე მოინახულეს.


მშენებლობის მეორე ეტაპის ფარგლებში, გზაზე ბეტონის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურული სამუშაო „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 625 000 ლარია.


სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. მოსახლეობის მოთხოვნით ბეტონის დაგების სამუშაოები წელსაც აქტიურად მიმდინარეობს.