გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ქობულეთსა და მახინჯაურში 9 სახლი გაქურდეს

5-02-2018

ბოლო ათ დღეში ქობულეთის ერთ-ერთ დასახლებაში 6 სახლი გაქურდეს, აქედან პოლიციას ორმა მოქალაქემ მიმართა. ქურდობის 3 ფაქტი დაფიქსირდა მახინჯაურშიც, პოლიციაში 1 განაცხადია შესული. საცხოვრებელი სახლებიდან მოპარულია ტელეფონები, ტელევიზორი, ქურთუკი და სხვა ნივთები. 


„პოლიციას კი მივმართეთ, მაგრამ ვერ დაგვაიმედეს. მხოლოდ ერთი ნივთია წაღებული და ყურადღებით ვიქნებით, შემოვლას გავაგრძელებთო. არც წუხელ მიძინია, შიშის გრძნობა მაქვს“, - ციტირებს აჭარის ტელევიზია ერთ-ერთი დაზარალებულის, ნუნუ შაინიძის, კომენტარს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს ქურდობის 10 578 შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 58 % გაუხსნელია. 2016 წელთან შედარებით გასულ წელს ქურდობის შემთხვევებმა 9.66%-ით მოიმატა.

reginfo.ge