გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

26-02-2020

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს, 50 წლამდე მამაკაცს აღმოაჩნდა.

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის საქართველოში ირანიდან აზრბაიჯანის გავლით გუშინ შემოვიდა. პაციენტი ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გარდა ამისა, კარანტინში არიან გადაყვანილი ის მებაჟეები, რომლებმაც დავირუსებული მოქალაქის პირველადი შემოწმება განახორციელეს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.