გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა ენგურის ხიდი ჩაკეტა

27-02-2020

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონში ე.წ. საზღვრები ჩაიკეტა და კარანტინი გამოცხადდა.

"ეს არ არის ხუმრობა, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს," - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

ვალერი ბგანბას თქმით, შეზღუდვები დაწესდება ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გარდა რუსეთისა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.

ვირუსი საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

rustavi2