გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სარფის საბაჟოდან ირანის ორი მოქალაქე თურქეთში დააბრუნეს

27-02-2020

სარფის საბაჟოდან ირანის ორი მოქალაქე თურქეთში დააბრუნეს. მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, რის გამოც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა სარფის საბაჟოსა და აეროპორტში მგზავრების ინტენსიური შემოწმება ხორციელდება.
„რეგიონში ამ ეტაპზე არ გვყავს საეჭვო კლინიკური ნიშნით პაციენტი. ხვალ იგეგმება სამუშაო შეხვედრები. რაც შეეხება გამოვლენილ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე გვქონდა შეხვედრა აჭარის მთავრობაში და გავიარეთ ყველა საჭირო ღონისძიებები, რაც შეიძლება უახლოეს პერიოდში დაიგეგმოს. საზღვარზე მგზავრთა სკრინინგი ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც აეროპორტში, ისევე სარფში. სამედიცინო პერსონალი ყველა საეჭვო ჩივილებით მგზავრებს ამოწმებს. თუ გამოვლინდება საეჭვო შემთხვევა, მისი გადაყვანა მოხდება ინფექციურ საავადმყოფოში. ირანის ორ მოქალაქეს ტემპერატურა 37,5 აღენიშნებოდათ, ისინი უკან, თურქეთში გააბრუნეს“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

kvira