გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გორში პირბადეები დეფიციტშია – აფთიაქებში თითო 0.95 თეთრი ღირს

27-02-2020

გორში როგორც ქსელურ, ასევე კერძო აფთიაქებში სამედიცინო პირბადეების დეფიციატია. როგორც გორელები “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აღნიშნავენ, რომ გუშინ სამედიცინო პირბადეების ფასი გარკვეულ სააფთიაქო ქსელებში 0.95 თეთრს შეადგენდა. ადგილობრივების განცხადებით, სახელმწიფომ დროულად უნდა მოახდინოს რეაგირება, რათა სააფთიაქო ქსელებს მიეწოდოს სამედიცინო პირბადეები და ისინი რელევანტურ ფასად გაიყიდოს.
„სამედიცინო პირბადის საბაზრო ფასი 0.20 თეთრი იყო, გუშინ კი 0.95 თეთრად შევიძინე. დღეს მინდოდა ყიდვა, თუმცა არცერთ აფთიაქში აღარ იყო. შეგნებულად არ დავასახელებ ერთ-ერთ აფთიაქს, სადაც დღეს დილით ერთი ცალი პირბადე 1.50 ლარად გაყიდეს. ესე არ უნდა ხდებოდეს. უკაცრავად, მაგარამ როდესაც ვხედავთ, რომ ხალხი პანიკაშია და ერთ-ერთი თავდაცვის საშუალება არის პირბადე და ამ დროს არ იშოვება და თუ იშოვება ისიც კატასტროფულ ფასად. სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა გაამკაცროს ზომები და განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს სააფთიაქო ქსელებს. ერთეულების ჯიბეები არ უნდა შეივსოს, ადამიანების სიცოცხლის და სიმშვიდის ფასად“, – განაცხადა გორის მკვიდრმა ინგა მელაძემ.
„დღეს დილიდან აღარ გვაქვს სამედიცინო პირბადეები. გუშინ გვქონდა მარაგში და 0.95 თეთრად გავყიდეთ. სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მივიღებთ ახალ პარტიას“,-  განაცხადეს “იმპექსის” სააფთიაქო ქსელის გორის ფილიალში.

კვირა